ორშაბათი, 25.11.2024, 22:43
მოგესალმები სტუმარი

pc live

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ქრისტიანული სტატიები

დიდმარხვის პირველი მძიმე კვირა

წმიდა დიდმარხვა აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გრძელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდმარხვის პირველი შვიდეული, ამ დროს მართლმადიდებლები მკაცრად მარხულობენ.

წელს მარხვა იწყება 27 თებერვალს და ხსნილდება 15 აპრილს, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე.

დიდმარხვის პირველი მძიმე კვირის შესახებ "ამბიონი”ესაუბრა მამა კონსტანტინეს (გიორგაძე):

რა არის დიდი მარხვა? ეს არის დროის ის მონაკვეთი, როდესაც უნდა დავკავდეთ სულის მაცხონებელი საქმით. ეს არის სულის განსაკუთრებული აღგზნებული მდგომარეობა, რომელიც მთელი პასუხისმგებლობითა და სისრულით არის განწყობილი ამ უდიდესი საქმის მიმართ. მარხვა არის ჩვენი ცხენივით გაჭენებული ცხოვრებისათვის ლაგამის ამოდება, უფლის გახსენება, ჩვენს ცოდვებზე დაფიქრება. როცა უფალმა ადამიანი შექმნა, ერთ-ერთი პირველი მცნება მარხვის დადება იყო. განსაკუთრებით გამოირჩევა პირველი და ბოლო კვირები.

პირველ კვირას ყოველდღე უნდა ვიაროთ ტაძარში, დავესწროთ მსახურებას თავიდან ბოლომდე, რომ არაფერი გამოგვეპაროს. უნდა განვაგდოთ სიზარმაცე, სხვადასხვა ხელისშემშლელი მიზეზები და მოწესრიგებულად დავესწროთ ყველაფერს. უნდა შევძლოთ მხურვალე ლოცვა, რომლის გარეშეც მარხვას აზრი არ აქვს. აუცილებელია, შევუდგეთ ჩვენი თავის შეცნობასა და განქიქებას, რათა გავიგოთ და ჩავწვდეთ იმას, თუ ვინა ვართ ჩვენ, ვცხოვრობთ თუ არა სახარებისეული სიმართლით, ჭეშმარიტად ვართ ქრისტიანები, თუ მხოლოდ სახელად ვიწოდებით? ვაგრძელებთ ეფრემ ასურის ლოცვებს, რომელიც ყველიერის სამშაბათს საღამოს იწყება. ამ დროს აუცილებელია გაგვახსენდეს ჩვენი ცოდვები. ცოდვები, რომლებიც ჩავიდინეთ ღვთის, მოყვასისა და საკუთარი თავის წინაშე და თუ შეგვიძლია ცრემლითაც მოვინანიოთ ისინი. უნდა მოვეპყროთ სხვას ისე, როგორც გვინდა ჩვენ მოგვექცნენ, უნდა ვისწავლოთ და გავაღრმავოთ სიყვარული.

კულმინაციური და მთავარი მომენტი არის ევქარისტია, ანუ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. კარგი იქნება, თუ მორწმუნენი მარხვის პირველი კვირის შაბათს, ან კვირას ეზიარებიან.

როგორ უნდა დავიცვათ მარხვის პირველი კვირა?

მარხვა არ არის მხოლოდ წიწიბურასა და კომბოსტოს მირთმევა. მარხვის მთავარი ნაწილი სულიერი მარხვაა, ხორციელი კი მას ეხმარება. შევეცადოთ, რომ არამხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც მკაცრად ვიმარხულოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მივიღოთ ცხოველური საკვები. სამარხვო საკვების მიღების დროსაც ზომიერება გვმართებს. პირველი კვირის ხუთი დღე უზეთო მარხვაა, შაბათ-კვირას კი ზეთი უკვე შეიძლება. საკვების ზედმეტი მიღება, განსაკუთრებით კალორიულისა, იწვევს ენერგიეს ჭარბად დაგროვებას ორგანიზმში და ეს ენერგია, ხშირ შემთხვევაში ვნებები რეალიზდება დაცემით და მანკიერი ჩვევებით.

მთელი მარხვის პერიოდში აუცილებელია ადამიანმა შეზღუდოს ტელევიზორის ყურება, პირველ და ბოლო კვირებში სასურველია საერთოდ არ ჩართოს. არ უნდა იაროს დაბადების დღეებსა და წვეულებებზე, თეატრებში, კინოებსა და სხვა გასართობ პროგრამებზე. გარეთ უნდა გამოვიდეს მოწესრიგებული, დავარცხნილი-დაბანილი, მხიარული, ისე, რომ არ ეტყობოდეს მარხულობს თუ არა. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა გამოიტიროს ცოდვები, იმარხულოს უფლის წინაშე და არა ხალხის დასანახად.

რა ლოცვები იკითხება მძიმე კვირაში ტაძრებში?

დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ტაძრებში ანდრია კრიტელის კანონი იკითხება, რომელშიც ძველი და ახალი აღთქმის ისტორიაა მოთხრობილი. დიდი და მცირე სერობის ჟამნები, შუაღამის და ცისკრის ჟამნები, III, VI, IX ჟამნი და სადილის ჟამნი. ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება ლიტურღია პირველშეწირულისა.

რა ლოცვები უნდა წაიკითხოს მორწმუნემ სახლში?

სახლში ჩვეულებისამებრ, უნდა წაიკითხოს დილა-საღამოს ლოცვები, რომელსაც მოყვება ეფრემ ასურის ლოცვები. ეფრემ ასურის ლოცვები წყდება პარასკევ საღამოს და ახლდება კვირა საღამოდან. ასეა მთელი მარხვის განმავლობაში, ვნების კვირეულის ოთხშაბათამდე. მთელი მარხვის განმავლობაში არ იკითხება დაუჯდომლები, გარდა შაბათ-კვირისა. შაბათს –ღვთისმშობლის, ხოლო კვირას – მაცხოვრის. სახარება იკითხება მხოლოდ იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მითითებულია საეკლესიო კალენდარში. რაც შეეხება ფსალმუნებს, იგი შეიძლება იქნას წაკითხული მთელი მარხვის განმავლობაში, გარდა ვნების შვიდეულის პარასკევიდან, ბრწყინვალე შვიდეულის ჩათვლით.

როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები რომლებსაც მარხვის შენახვა რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ?

ვისაც ხორციელი მარხვა არ შეუძლია. ძირითადად ესენი არიან სნეულები და ღრმად მოხუცებული ადამიანები. სნეულებით ან სიბერით გათანგული ადამიანი, ცარიელია ვნებებისა და ცუდი აზრებისაგან, აქედან გამომდინარე, მას არ სჭირდება საკვებით მარხვა. არ სჭირდებათ ხორციელი მარხვა ასევე მიდგომილ (ფეხმძიმე) ქალებს. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

დავით დანელია





წყარო: http://www.ambioni.ge
კატეგორია: ქრისტიანული სტატიები | დაამატა: psmania (28.02.2012)
ნანახია: 1137 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარე
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ზოგადად საინტერესო სტატიები [2]
ისტორიული სტატიები [2]
ცნობილი ადამიანები [0]
კომპიუტერული ტექნოლოგიები [0]
ტექნოლოგიები [0]
გეოგრაფია [0]
ბრძნული გამონათქვამები [10]
ქრისტიანული სტატიები [5]
ძებნა
          Georgian orthodox church calendar.
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხებია: 21
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
    
PLATINUM playcasinoCounterCASINO onlineSPIN palaceKasino Online
    
    

    


    

    

    

         
g.x. PC live Copyright MyCorp © 2024 |შემოხვედით -თი | ვერსია- | | თქვენი ip მისამართი_3.149.24.145 | 22:43 | | სტუმარი