ორშაბათი, 25.11.2024, 22:24
მოგესალმები სტუმარი

pc live

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ქრისტიანული სტატიები

მარხვა

მარხვა – მცირე შესაწირავი ღვთისათვის

ადამიანის განსაწმენდელი და დამაახლოებელი უფალთან
აღდგომა, მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 15 აპრილს აღინიშნება. ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა რიცხვში აღინიშნება, რადგან მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული.

აღდგომის მარხვის წინა კვირებია: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღები შვილის კვირა, ხორციელის შაბათი და ყველიერის კვირა. ამ დღეებში მორწმუნე ადამიანი დიდი მარხვისათვის უნდა მოემზადოს. მარხვის დაწყების წინა დღეს, კვირას შენდობის დღეა, როდესაც თითოეულმა მორწმუნემ პატიება და შენდობა უნდა ითხოვოს.

წელს დიდმარხვა 27 თებერვალს იწყება და 15 აპრილს კი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ.

თუ რა არის მარხვა და როგორ უნდა მოვემზადოთ აღდგომის მარხვისათვის, ამ თემასთან დაკავშირებით "ამბიონს” წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი, მამა ალექსანდრე ჩახვაშვილი ესაუბრა:

"მარხვა ადამიანის სულისა და ხორცის განსაწმედელი და უფალთან დამაახლოებელია. ეს ის მცირე შესაწირია ღვთისათვის, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. თვით უფალმა იესო ქრისტემაც 40 დღე უდაბნოში იმარხულა. მარხვა ქრისტიანის ერთ-ერთი მოქმედებათაგანია, როდესაც მისი სული და ხორცი იწმინდება. დიდმარხვა განსაკუთრებულია. მათ შორის არის უფლის მიერ დაწესებული სხვა მარხვებიც. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის. ადამიანმა დაცემული და ცუდი ზრახვები უნდა შეზღუდოს, იქნება ეს ვინმეს განკითხვა, თუ უდიერი საუბარი.

ადამიანი მარხვას თავისი ნებით უნდა შეხვდეს. მარხვას წინ უსწრებს მეზვერისა და ფარისევლის კვირა, რომელიც გამოხატავს მეზვერის მდგომარეობას და უფალი იგავით ურჩევს ადამიანს, მეზვერის მსგავსად იყოს თავისი ცოდვების დამნახველი, მით უმეტეს მარხვის წინ და არ ემსგავსოს იმ ფარისეველს, რომელიც არხეინად არის და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა.

შემდგომია უძღები შვილის კვირა. სახარებისეული იგავი გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. შეიძლება ჩვენ იმაზე უარესები ვართ, ვიდრე ის უძღები შვილი იყო. ამიტომ გვჭირდება ეს მარხვა, რომ უფალს მივეახლოთ.

დიდმარხვის პერიოდში ანდრია კლიტელის კანონი იკითხება. წირვა-ლოცვის მსახურებაც გაცილებით ხანგრძლივია. ყოველ კვირას არის ბასილი დიდის წირვა, ასევე არის პირველშეწირულის წირვები, საეკლესიო მოქმედებისას მთელი საიდუმლოებებია.

დიდმარხვაში აღვნიშნავთ ბზობის დღესასწაულს, შემდგომ კი ვნების შვიდეული მოდის: დიდი ოთხშაბათი (იუდას გაცემის ოთხშაბათი), დიდი ხუთშაბათი, როდესაც 12 სახარება იკითხება, ჯვარცმის დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, ქრისტეს აღდგომის სიხარული და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეული. ამ მარხვაში შესაძლებელია ზეთის კურთხევის საიდუმლოს ჩატარება, რომელიც შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. შვიდგზის ზეთისცხება, ტიპიკონის მიხედვით ყველა ტაძარში სხვადასხვა დროს ტარდება.

დიდ მარხვაში, ვნების შვიდეულთან ახლოს, ერთი დღეა დათქმული, როდესაც ზეთის კურთხევის საიდუმლო სრულდება. სხეულის შვიდ ადგილას ზეთის ცხებისას (შუბლზე, ყურებზე, ხელებზე, ყელზე, თვალებზე, ნიკაპზე) მორწმუნე ადამიანებზე გადმოდის მადლი. ამ დროს მორწმუნეებს მიეტევებათ დავიწყებული და ასევე უნებლიეთ ჩადენილი ცოდვები. ეს მათ სიმშვიდესა და ჯანს აძლევს.

აუცილებელია, რომ მორწმუნე ადამიანმა ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვაც შეინახოს. რამეთუ ვინც არღვევს ოთხშაბათის მარხვას, ის იუდას უახლოვდება. პარასკევის მარხვის დამრღვევი კი ჯვარმცმელებს უახლოვდება. თუ მორწმუნემ ეს მარხვა შემთხვევით დაარღვია, აღსარებაში შეუძლია მოინანიოს და შენდობა მიიღოს.

დიდმარხვის განმავლობაში "დილისა” და "ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

აღდგომის მარხვა თევზით ხსნილი არ არის, თუმცა სადღესასწაულო დღეებში, შესაძლებელია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გახსნილდეს, ცხადია, თუ ეს ოთხშაბათი ან პარასკევი არ იქნება.

რაც შეეხება ქრისტეს ჯვარცმას, ეს არის ჩვენი ცოდვების ჯვარზე გაკვრა და ჩვენი სიკვდილის მომასწავებელი. სიკვდილი უნდა გაიაროს ყველამ, რომ მიეცეს ის დიდი სიხარული, რაც ჩვენ ქრისტეს აღდგომით გვაქვს. თუ ღირსნი ვიქნებით ჩვენც აღვსდგებით ღვთის წყალობით. ჩვენ ამას გულითა და სულით ვითხოვთ. შემდგომ აღდგომის ისეთი სიხარული მოგვეცემა, როგორიც ქრისტეს აღდგომა იყო”.

თეა სულაბერიძე





წყარო: http://www.ambioni.ge
კატეგორია: ქრისტიანული სტატიები | დაამატა: psmania (28.02.2012)
ნანახია: 1200 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარე
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ზოგადად საინტერესო სტატიები [2]
ისტორიული სტატიები [2]
ცნობილი ადამიანები [0]
კომპიუტერული ტექნოლოგიები [0]
ტექნოლოგიები [0]
გეოგრაფია [0]
ბრძნული გამონათქვამები [10]
ქრისტიანული სტატიები [5]
ძებნა
          Georgian orthodox church calendar.
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხებია: 21
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
    
PLATINUM playcasinoCounterCASINO onlineSPIN palaceKasino Online
    
    

    


    

    

    

         
g.x. PC live Copyright MyCorp © 2024 |შემოხვედით -თი | ვერსია- | | თქვენი ip მისამართი_3.16.137.229 | 22:24 | | სტუმარი