ორშაბათი, 25.11.2024, 22:36
მოგესალმები სტუმარი

pc live

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ქრისტიანული სტატიები

შენდობის დღე

შენდობის დღეს ქრისტიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ

მარხვა ბოროტის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღია ქრისტიანის დასაცავად. ქრისტიანები აღდგომის დიდი მარხვისთვის მზადებას რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე კი ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის წევრების მსგავსად ადამიანები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუეტევებენ შეცოდებებს.

სამების საკათედრო ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარში კი შენდობის წესის აღვლენისას კათოლიკოს პატრიარქი ილია II ითხოვს შენდობას. უწმიდესი თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს, შენდობა ვითხოვოთ იმ ადამიანებისაგან, ვისთვისაც რაღაც ცუდი გვითქვამს, ცუდი გაგვიკეთებია, ან თუნდაც გვიფიქრია. ამასთან, შევურიგდეთ მათაც, ვინც ჩვენ გაგვიკეთა ცუდი, რადგან "მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება. ვინც არ შეუნდობს მას არ ასცდება სასჯელი ღვთისა",- წმ.იოანე ოქროპირი.

დიდი მარხვა 27 თებერვალს იწყება და 15 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით სრულდება.

თუ რას ნიშნავს შენდობის დღე და ზოგადად, რა არის მარხვა, ამ თემებთან დაკავშირებით "ამბიონს” წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი ესაუბრა:

"ყოველმა ქრისტიანმა ადამიანმა, რომელიც დიდი მარხვისთვის ემზადება, იცის, რომ ჯერ მსგეფსია, შემდეგ ხორციელის კვირა (ოთხშაბათი-პარასკევი – მარხვა), ბოლოს – ყველიერის კვირა და ხორციელის ჩანაცვლება ხდება ყველიერით.როდესაც ყველიერის კვირა მთავრდება და აღდგომის დიდი მარხვა იწყება, ტაძრებში აღესრულება შენდობის ლოცვა. შენდობის დღეს ქრისტიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ, რის შემდეგაც იწყება მარხვა, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და არსით დიდი იმიტომ არის, რომ ყველაზე აღმატებული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება.

ადამიანი როდესაც მარხულობს, ის განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს არა მარტო იმას, თუ რა საკვებს მიიღებს, არამედ, ყველაზე მეტად, თავის სულიერ და შინაგან ცხოვრებას.

ერთ-ერთი წმიდა მამა ბრძანებს: "უგნურია ის ქრისტიანი, რომელიც მარხვის ჟამს საჭმელსა და სასმელს განეშორება, ხოლო თავის ცოდვიან ცხოვრებას არ განეშორება”.

ადამიანი მარხვით თავის ცოდვილ ცხოვრებას უნდა განეშოროს. მარხვაში დაიცვას ზომიერება და ლოცვები იკითხოს.

როდესაც ქრისტიანი ადამიანები შენდობას გამოვითხოვთ ერთმანეთისაგან, ეს ნიშნავს იმას, რომ ძველი რაც იყო, უნდა დავივიწყოთ და ახალი გამართლებული ცხოვრება დავიწყოთ. ადამიანს საკუთარი ცოდვების განცდა უნდა ჰქონდეს.

ამ დროს განსაკუთრებული ლოცვები აღესრულება. პირველ კვირაში – ანდრია კრიტელის კანონები. დიდ მარხვაში იკითხება ეფრემ ასულის ლოცვა (გარდა გარკვეული დღეებისა), სადაც ამგვარი სიტყვებია: "მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.”
"განცდა თვისთა ცოდვათა” ნიშნავს იმას, რომ განიცადო და დაინახო საკუთარი ცოდვები, თუ რას ჩადიხარ და რას უნდა განეშორო. თუ საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ, სხვის თვალში ბეწვის ძებნას უნდა მოერიდო. ნება შენია, რას ჩაიდენ, მაგრამ სხვა არ უნდა განიკითხო.

უფალი მახარებლის სახარებაში ბრძანებს: "შენ გადაირჩინე თავი შენი და შენს გარშემოთ ათობით და ასობით გადარჩებიან.”

ადამიანმა საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს და აპატიოს, რომ მასაც ეპატიოს. უნდა შევძლოთ, ჩვენი ცხოვრება ისე წარვმართოთ, რომ სხვებისთვის მისაბაძი გახდეს”.

თეა სულაბერიძე





წყარო: http://www.ambioni.ge
კატეგორია: ქრისტიანული სტატიები | დაამატა: psmania (28.02.2012)
ნანახია: 1103 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარე
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ზოგადად საინტერესო სტატიები [2]
ისტორიული სტატიები [2]
ცნობილი ადამიანები [0]
კომპიუტერული ტექნოლოგიები [0]
ტექნოლოგიები [0]
გეოგრაფია [0]
ბრძნული გამონათქვამები [10]
ქრისტიანული სტატიები [5]
ძებნა
          Georgian orthodox church calendar.
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხებია: 21
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
    
PLATINUM playcasinoCounterCASINO onlineSPIN palaceKasino Online
    
    

    


    

    

    

         
g.x. PC live Copyright MyCorp © 2024 |შემოხვედით -თი | ვერსია- | | თქვენი ip მისამართი_18.116.89.8 | 22:36 | | სტუმარი