ცეცხლოვანი ჭიანჭველები,მოხვდებიან თუ არა წყალში, ერთმანეთს ეკვრიან და დაუსველებელ ”მაშველ წრეს” ქმნიან, რომელიც ჰაერის ბუშტუკებს იკავებს და მწერებს საშუალებას აძლევს, არ დაიხრჩონ. ამ ახალი გამოკვლევის შესახებ გამოაქვეყნეს ჯორჯიის შტატის ტექნოლოგოური უნივერსიტეტის სწავლულებმა, რომელთა სამეცნიერო ჯგუფს დევიდ ჰუ ხელმძღვანელობს. ცეცხლოვანი ჭიანწველების სამშობლო ბრაზილიაა. მკვლევარებმა შეისწავლეს მათი არაჩვეულებრივი უნარი_გადაიტანონ ხანგრძლივი წყალდიდობები.აღმოჩნდა, რომ ათასობით მწერისგან იქმნება კოლონიები. ისინი საკუთარი სხეულებით თავისებურ ’’ტივებს” აგებენ და ამგვარად ამგვარად ცურავენ წყალში თვეების განმავლობაში. ჭიანჭველები წყალში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, ქმნიან ჩაუძირავ გუნდს და მათგან მწერების ნაწილი წყალქვეშ იმყოფება. ჰუს ჯგუფმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარა: ჭიანჭველების ჯგუფებს წყლით სავსე ჭურჭელში ყრიდნენ. თითოეულ ჯგუფში 8 ათასი მწერი შედიოდა. ცდების დროს მკვლევარები სათითაოდ აცლიდნენ ჭიანწველებს ”ტივის” წყალზედა ნაწილს. ამის საპასუხოდ ”ქვედა” ჭიანჭველები ადიოდნენ ზევით, რათა ”ტივის” სისქე მუდმივად შეენარჩუნებინათ. ”ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გააუნჯობესონ თავიანთი ”წყალმედეგობა”. ისინი სხეულებს იმგვარად აერთებენ, რომ იქსოვება ერთგვარი წყალგაუმტარი ქსოვილი. ისევე, როგორც მრავალ ბიოლოგიურ მასალას, ჭიანჭველების ქიტოვან საფარველს წყალგამრიდი თვისებაც აქვს. გაზომვებმა აჩვენა, ჭიანჭველებისგან შემდგარ ”ტივებს”, ცალკეულ ჭიანჭველასთან შედარებით, ეს თვისება სამჯერ უფრო მეტი აქვს”.
|